უკან
პოლიტიკა
20 ოქტომბერი, 2016 17:00
ნინო ბურჯანაძე არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩს შეხვდა
„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ევროკავშირის ელჩს შეხვდა და მას არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა მისი ინიციატივით შედგა.
„მე უკვე შევხდი იტალიის ელჩს, ლიტვის ელჩს, შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. დღეს ევროკავშირის ელჩის შემდეგ ვხვდები გერმანიის ელჩს. მე მათ გადავეცი და ვაძლევ დოკუმენტებს იმ დარღვევების შესახებ, რომელიც იყო ამ არჩევნების დროს. ეს არის დაუბალანსებელი ოქმები, ეს არის მოსყიდვის ფაქტები, ეს არის 110%-ანი გამოცხადება უბნებზე, გადაკეთება ჩვენი ხმების და სხვა“,-აღნიშნა ბურჯანაძემ.
მონიკა დავლიანიძე