უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 აპრილი, 2017 16:35
font-size

ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს უჩივის.

ბურჯანაძის თქმით, კობახიძემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ამოშალა საკონსტიტუციო კომისიის სიიდან ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც კომისიას ბოიკოტი განუცხადეს.

„ჩვენ სასამართლოში მივმართავთ სარჩელით ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, ვინაიდან მან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მიიღო მართლა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, მართლა სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო გაადწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომის წინა დღეს, უჩუმრად ბოიკოტგამოცხაედებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ყოველგვარი სამართლიანი საფუძვლის გარეშე ამოეღო კომისიის სიიდან“, - განაცხადა ბურჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ბურჯანაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„ჩვენ მივმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რომ უხეშად იყო შელახული „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის, დიმიტრი ლორთქიფანიძისა და, შესაბამისად, ჩვენი პარტიის კონსტიტუციური უფლება, რომ ჩვენ შეგნებულად ჩამოგვართვეს უფლება, დაგვეფიქსირებინა ნეგატიური პოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და უბრალოდ ამოგვშალეს საკონსტიტუციო კომისიიდან, ისევე როგორც დანარჩენი 13 თუ 15 პარტია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ანა მებურიშვილი

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი

6 თებერვალი, 2026 , 12:38

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტე

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი