უკან
საზოგადოება
11 ოქტომბერი, 2017 14:00
ნოტარიუსთა პალატაში საბანკო სექტორთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობის ინიციატივით, ნოტარიუსთა პალატაში საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
მოქალაქეები, ვისაც ბანკში სანოტარო დოკუმენტაციის წარდგენა უწევს, ნოტარიუსთა პალატას ხშირად მომართავენ კონსულტაციისთვის. მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, შეხვედრის მიზანი სწორედ ბანკებისთვის სანოტარო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურების გამარტივება და ამ კუთხით საერთო პრაქტიკის დანერგვა იყო.
შეხვედრის მონაწილეები ბანკებისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის შედგენის ფორმაზე შეჯერდნენ.