უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2017 11:40
font-size

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარედ მარიკა გოგოლაძე აირჩიეს

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ნოტარიუსთა პალატას მეორედ მიეცა თავმჯდომარის დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ „ნოტარიატის შესახებ“ კანონი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისა და ნოტარიუსთა საერთო კრებისათვის მისი წარდგენის ერთპიროვნულ უფლებას იუსტიციის მინისტრს აძლევს, ისევე, როგორც 2014 წელს, თეა წულუკიანმა უარი თქვა კანდიდატურის ერთპიროვნულად დასახელებაზე და შესაძლებლობა მისცა ნოტარიუსებს, გამგეობის თავმჯდომარე დამოუკიდებლად აერჩიათ. ელექტრონული პრაიმერისის შედეგად პალატის თავმჯდომარის პოსტზე ნოტარიუსებმა მარიკა გოგოლაძის კანდიდატურას მიანიჭეს უპირატესობა. სწორედ ის წარუდგინა კრებას დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრმა.

საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ყველა ნოტარიუსს შეეძლო, ვინც უწყების განვითარების საკუთარ ხედვას წარადგენდა და კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებდა. თავმჯდომარეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა. მათგან საუკეთესო ნოტარიუსებმა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გამოავლინეს, რომელიც სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ სპეციალურად ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის არჩევნებისათვის შეიმუშავა.

საერთო კრებაზე ნოტარიუსებმა თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრებიც აირჩიეს.

თავმჯდომარის მოადგილის პოსტი თინათინ დევდარიანმა დაიკავა, გამგეობის 5 წევრიდან დღეს მხოლოდ ორი − გიორგი ჭიტაშვილი და მანანა გოგაშვილი − აირჩიეს, ვაკანტურად დარჩენილ სამ ადგილზე 2 კვირაში განმეორებითი არჩევნები გაიმართება.

თავმჯდომარის ელექტრონული არჩევნების გარდა, ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმის ფარგლებში კიდევ არაერთი ცვლილება გატარდა, კერძოდ:

ამოქმედდა დავის მოგვარების ალტერნატიული და თანამედროვე გზა − სანოტარო მედიაცია;

შეიქმნა სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ პირთა მუდმივად განახლებადი ელექტრონული ბაზა; დაინერგა სერვისი „ონლაინ კონსულტაცია ნოტარიუსთან“;

განხორციელდა ნოტარიუსთა პალატის რებრენდინგი, დაიწყო სარეკლამო კამპანია „მე ვენდობი ნოტარიუსს“;

დაიწყო სანოტარო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში სოფლად;

ყოველი ახალდანიშნული ნოტარიუსი ვალდებული გახდა, პირველი 3 წელი იმსახუროს მთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა;

სანოტარო მომსახურების გასაუმჯობესებლად სანოტარო ბიუროებში მოქალაქეთა მომსახურების მონიტორინგისთვის „მისტიური მომხმარებლის“ პროგრამა დაიწყო;

დაიხვეწა და გამკაცრდა სანოტარო საქმიანობისას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი