საზოგადოება
ოჯახურ დანაშაულებზე მომართვიანობა გაზრდილია - ლონდა თოლორაია
შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, ოჯახურ დანაშაულებზე მომართვიანობა გაზრდილია.
მისივე თქმით, 2017 წლის მონაცემებით, სამართალდამცავ ორგანოს ოთხი ათასზე ცოტა მეტმა ქალმა მიმართა, ხოლო 2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით, უკვე ხუთი ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერია გაცემული.
„აღვნიშნავ ასევე იმასაც, რომ სექტემბერში, ანუ მას შემდეგ რაც შსს-ის სისტემაში რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, გამოცემულია ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ძალიან ეფექტიანად მუშაობს. მონიტორინგის პროცესში გამოვლინდნენ მოძალადეები, რაც ნიშნავს, რომ მსხვერპლთა დაცვის მიზნით მონიტორინგის ახალი მექანიზმიც ძალიან ეფექტიანად მუშაობს“, – განაცხადა თოლორაიამ.
როგორც შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ელექტრონული სამაჯურების დანერგვაა. მისი თქმით, აღნიშნული სიახლე სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.
„გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს და ასევე გაგრძელდება გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი ოჯახში ძალადობის კუთხით, რათა ჩვენ ყველა დანაყოფში გვყავდეს სპეციალიზებული ადამიანი, რომელიც იმუშავებს ამ კატეგორიის დანაშაულებებზე“, – განაცხადა თოლორაიამ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი ანგარიშს წარადგენს, სადაც საუბარია მონიტორინგის შედეგებზე, ასევე სტატისტიკაზე, როგორ არის გაზრდილი ქალთა მომართვიანობა.
„ასევე გაზრდილია მომართვიანობა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე, გვექნება საუბარი განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ძალიან მოკლე დროში დავნერგეთ რისკის შეფასების ინსტრუმენტი, დავნერგეთ მოძალადის მონიტორინგის მექანიზმები“, – განაცხადა თოლორაიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა
19 დეკემბერი, 2025 , 18:36
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
19 დეკემბერი, 2025 , 17:59
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად
19 დეკემბერი, 2025 , 17:19
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
19 დეკემბერი, 2025 , 17:04
50 487 კილოგრამი დაბინძურებული ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
19 დეკემბერი, 2025 , 15:08
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
19 დეკემბერი, 2025 , 14:56


