უკან

სამართალი

25 ოქტომბერი, 2016 12:35
font-size

ომბუდსმენი - ,, კრწანისის“ ბაზაზე მომხდარ ინციდენტზე: ამ ეტაპზე რაიმე კითხვის ნიშნები არ მიჩნდება

სახალხო დამცველის აპარატმა კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, აპარატის წევრები გაესაუბრნენ გუშაგს, რომელმაც გასროლა განახორციელა და მომხდარში ადამიანის უფლების დარღვევის ნიშნები არ იკვეთება.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, სახალხო დამცველის აპარატს გამოძიებასთან კითხვები არ აქვს.

,,საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ ადგილზე, გაესაუბრნენ სავარაუდო მოწმეებს, მათ შორის იმ პირს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ინციდენტში. ადამიანის უფლების დარღვევის კუთხით, მე ვერ ვფიქრობ, რომ ჯერ რაიმე გამოკვეთილი არის. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ამ ეტაპზე რაიმე კითხვის ნიშნები არ მიჩნდება. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უნდა მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება გარკვეული საკითხი მართლაც იყო პრობლემური - ის, რომ ის ადამიანები იყვნენ გადასული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ამას ადასტურებენ. იყო თუ არა ყველა პროცედურა დაცული, ამას ჩვენ შევისწავლით. ჩვენ ჯერჯერობით კითხვის ნიშნები არ გაგვაჩნია, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩვენ მივადევნებთ თვალს გამოძიების წარმართვას“, - განაცხადა უჩა მანუაშვილმა.

თავდაცვის სამინსიტროს განცხადებით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე სამი პირი 23 ოქტომბერს, გამთენიისას შეიჭრა. მათგან ერთი, 23 წლის გიგა შენგელია ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ორი პირი კი მიიმალა. მათი ვინაობა ჯერ დაუდგენელია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

მარი ნამგალაძე

30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

1 მაისი, 2024 , 11:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინა

გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

1 მაისი, 2024 , 10:18

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი