საზოგადოება
`ომეგა ჯგუფის` სკანდალი - ბიძინა ივანიშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის მონაწილეობაზე მორიგი ჩანაწერი ვრცელდება (ვიდეო)
„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე “კურიერს“ წყარომ მორიგი აუდოჩანაწერი მიაწოდა. ჩანაწერში სიგარეტის ბაზრის მსხვილი მოთამაშეების კონფიდენციალური საუბარია ასახული და სადაც მთავარი ფიგურანტი ამჯერად ბიძინა ივანიშვილია.
თუ მანამდე გავრცელებულ ჩანაწერებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები, ამჯერად თბილისის თამბაქოს დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთანსაუბარში იხსენებს კონკრეტულ ქეისს, რომელიც სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენით დალაგდა და რომლის გამოც, როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერი მისივე თანაგუნდელს, დიმიტრი ქუმსიშვილს დაუპირისპირდა.
გთავაზობთ აუდიოჩანაწერის სრულ გაშიფრულ ვერსიას :
“ირაკლი ჩუბინიშვილი - ბიძინამ მითხრაო რო ამასო შენო რო უყურებთო დიმასო, დიმაო შვილივით მიყვარსო, ჩემი შვილივით არიო და ეგრე ნუ ელაპარაკებიო. ნუ ეხლა ეგ ლაპარაკი ცუდად დამთავრდა მარა ქუმსიშვილს რო ეტყვი ხალხში რო ჩემი შვილი ხარ! ის კაროჩე წავიდა კაბინეტში და დაჯდა და იფიქრა მე ამ კაცის შვილი ვარ, ამათი ყველასი დედა მო... გააგიჟა რა თვითონ იმხელა პანამოჩიები მისცა რო ამან გარეკა რა. ის კინაღამ გააგდო ქუმსიშვილმა, იქ ერთი იქ ერთი წესიერი კაცია
ზაზა ოქუაშვილი - ჭკვიანური რამე თქვა და....
ირაკლი ჩუბინიშვილი- არა იქ ერთი წესიერი კაცია და მაგან ხო რა გააკეთა?! მაგან გამოაწერინა ჩვენ წინააღმდეგ ჯარიმა 26 მილიონი ლარი დააწერინა პროექტი და მოამზადა პირდაპირ რა და იმან პროსტა შიგნით ნახა რა სამინისტროში და დაგვირეკა ჩვენ რა და თქვა კაროჩე რო მიხედეთო ესო რაღაცას აპირებსო და მე ვანოს ვუთხარი და მერე იქ ბიძინამ შეკრიფა ეგენი და ვანომ თქვა უნდა ვთქვაო ამ კაცის სახელიო რა აბა ეხლა საიდან იცის პონტი და მერე ქუმსიშვილს უთხრა შენ ხარ პ... ჭიო დააჯარიმე და ფაქტზე დადე და შენი ნებართვით არ აკეთებდაო?! და იქ გაუდესმაგაში, და იქ უყვირია ის ვინ გითხრა ვინ გითხრა დაა... მერე დაურეკია ამ ბიჭისთვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე და შენ რატო უთხარი იმასო?! ამან თქვა მე რაც უნდა გამეკეთებინა ის გავაკეთეო როცა ინდუსტრიას შეეხე ვისაც ეხებოდა იმას ვუთხარიო აბა როგორო მოუმზადებლად გინდაო კაროჩე თავს დაესხაო და ისე, ეგრე სად არიო?! ეხლა კიდე ღვთის მადლით წავიდა ქუმსიშვილმაკინაღამ კაცი გამოგვიგდო იქიდან.
ზაზა ოქუაშვილი - ეხლა ბოლოს მოხდა ეგ კიდე?
ირაკლი ჩუბინიშვილი - აი ეგ მოხდა თებერვალში, თებერვალში მოხდა, ჩვენ სულ მაგ იმაში ვიყავით, ეხლა ყოველ ჯერზე ხო არ მოგიყვები, სულ გვიტევენ რა ორი თვე არ გავიდოდა რო რაღაცა მორიგიი.
ესეც მიქონდა ბოლოს აი ესეც მიქონდა თან გვიტევდა".
წყარო: Rustavi2.