უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 სექტემბერი, 2025 18:15
font-size

ონლაინ ვაჭრობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მომართვიანობის თითქმის 70% უკავია და შემთხვევების თითქმის 90% მომხმარებლების სასარგებლოდ წყდება - ირაკლი ლექვინაძე

ონლაინ ვაჭრობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მომართვიანობის თითქმის 70 % უკავია, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით სააგენტოში მომართვიანობა, დაახლოებით, 50 %-ით არის გაზრდილი, რაც, თავის მხრივ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობას უსვამს ხაზს.

„ძალიან მზარდია ონლაინ ვაჭრობის მიმართულება, არსებული კანონი, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს ძალაშია 2022 წლიდან და უკვე მესამე წელია, რაც ამ მიმართულებით ჩვენი სააგენტო მუშაობს. მომხმარებელს, რომელსაც აქვს პრობლემა მოვაჭრესთან, თუ ისინი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, მოგვმართავენ ჩვენ და ვერთვებით პროცესში. ონლაინ ვაჭრობას სააგენტოში მომართვიანობის თითქმის 70 % უკავია. წელს, დაახლოებით 50 %-ით არის გაზრდილი მომართვიანობა და აგვისტოს მონაცემების ჩათვლით, დაახლოებით 850-მდე „ქეისი“ გვაქვს დახურული სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საიდანაც თითქმის 70 % არის ონლაინ ვაჭრობა. ამას ორი მიზეზი აქვს, ერთი ის, რომ მიმართულება თავისთავად მზარდია და მეორე ის, რომ ფიზიკურად ყიდვისას ნივთს ვამოწმებთ და ონლაინ ვაჭრობისას ამ ნაწილში შეზღუდულები ვართ, ვენდობით მხოლოდ სურათს და აღწერილობას,“- განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, შემთხვევების თითქმის 90 % მომხმარებლების სასარგებლოდ წყდება.

„ჩვენი გადაწყვეტილებების თითქმის 90 % მომხმარებლების სასარგებლოდ მიიღება და გასული 2024 წელი რომ ავიღოთ მაგალითად, დაახლოებით, 1 მლნ-ზე მეტი ზედმეტად გადახდილი/საპრეტენზიო თანხა იქნა დაბრუნებული ჩვენი ჩართულობით მომხმარებლებისთვის. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მაგალითად მომხმარებელმა დააბრუნა ნივთი და დაიბრუნა თანხა, ან შეუკეთეს და ა.შ. 30 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვა ონლაინ ვაჭრობის დროს ექვემდებარება უკვე ჩვენი კანონმდებლობის მოქმედების არეალს და 14-დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა აქვს ყველა მომხმარებელს, რომელმაც შეიძინა ნივთი, მთავარია, პროდუქტს არ ჰქონდეს დარღვეული პირველადი სახე,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

30 იანვარი, 2026 , 19:03

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.  ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაო

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

30 იანვარი, 2026 , 17:26

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კო

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

30 იანვარი, 2026 , 17:20

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღე

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

30 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციო

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

30 იანვარი, 2026 , 12:03

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-შ

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29 იანვარი, 2026 , 16:18

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი