უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
კომენტარი


ოპონენტებთან თანამშრომლობას კონსტრუქციულ რეჟიმში ვაპირებთ - ვანო შაქარიშვილი
„ქართული ოცნების“ საბურთალოს რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ვანო შაქარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკრებულოში ოპონენტებთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშორმლობას გეგმავს.
როგორც შაქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საკრებულო შვიდ ძირითად მიმართულებაზე იმუშავებს.
„ვაპირებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპონენტებთან თანამშრომლობას. მათგან ამ მზაობის შემთხვევაში, მე პირადად და მთელი გუნდი ვაპირებთ თანამშრომლობას. ღია ვართ ინიციატივებისთვის, საკითხებისთვის, შენიშვნებისთვის, რაც მთავარია. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვისაუბრეთ იმ ძირითად შვიდ პოლიტიკაზე, შვიდ მიმართულებაზე, რომლის განხორციელებასაც საკრებულოს თანამონაწილეობით, დედაქალაქის ახალი მერია აპირებს,“-განაცხადა შაქარიშვილმა.
„ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძეს წარადგენს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
პრემიერი ოპოზიციაზე - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ დედაქალაქში, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ
18 სექტემბერი, 2025 , 19:49
ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე - თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება
18 სექტემბერი, 2025 , 19:44

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:30
საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს - ირაკლი კობახიძე
17 სექტემბერი, 2025 , 19:30

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა - ირაკლი კობახიძე
17 სექტემბერი, 2025 , 19:27
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან - კახა კალაძე
17 სექტემბერი, 2025 , 12:35