უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
ოპოზიციის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსი არ შემდგარიყო - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსი არ შემდგარიყო.
ამის შესახებ კობახიძემ ქუთაისში, პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
„დოკუმენტის თაობაზე კონსენსუსის მიღწევა ორივე მხარეზეა დამოკიდებული და ცალმხრივი ვერ იქნება. ვენეციის კომისიამ კონსენსუსისკენ ორივე მხარეს მოუწოდა, მაგრამ ოპოზიციის თვითმიზანი იყო, რომ ამ დოკუმენტის გარშემო კონსენსუსის არ შემდგარიყო. გახსოვთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დოკუმენტი იყო, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ასახული და ამ პირობებში ოპოზიციამ კომისია დატოვა. ამ პირობებში კონსენსუსის ჩამოყალიბება შეუძლებელი გახდა. ეს ჩვენზე დამოკიდებული ვერ იქნება, ოპოზიციის ძალისხმევაა საჭირო რომ კონსენსუსი შედგეს, მაგრამ ეს სულისკვეთება ვერ დავინახეთ. საუბარია ე.წ. ბონუსის გაუქმებაზე და ბლოკების დაშვებაზე, რაზეც საყოველთაო თანხმობაა, მაგრამ ამ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს, რასაც საფუძველი არ აქვს, ეს პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკური ორთაბრძოლის ნაწილია. ეს არჩევანი ოპოზიციამ გააკეთა და იმ ცვლილებების მიღება ცალმხრივი პასუხისმგებლობით გვიწევს, რაზეც ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით“,- აღნიშნა კობახიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
4 თებერვალი, 2026 , 16:59


