უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივნისი, 2017 18:00
font-size

ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ:

,,ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს,

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას,

ევროპის საბჭოს,

ვენეციის კომისიას,

ევროპის პარლამენტს,

ეუთო-ს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს:

1. როგორც თქვენთვის ცნობილია 2017 წელს საქართველოში დაიწყო კონსტიტუციის რეფორმის პროცესი.პროექტის მიხედვით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესი, იცვლება პარლამენტის არჩევნების სისტემა და იზღუდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებები. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არ იქნა გათვალისწინებული პრეზიდენტის, სახალხო დამცველი და ოპოზიციური პარტიებისარცერთი რეკომენდაცია. კონსტიტუციის შესწორების პროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიამ.

აღსანიშნავია, ისიცვ რომ ბოლო (2016) წლის არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველ პარტიას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა უმცირესობამ (48%), ხოლო დარჩენილი 52%-ის ნება კონსტიტუციის პროექტში არანაირად ასახული არ არის.

2. კონსტიტუციის შესწორების პროექტი გაეგზავნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. ხელისუფლებამ წინასწარ განაცხდა რომ გაითვალისწინებდა კომისიის შენიშვნებს პროექტის დამტკიცებისას. ვენეციის კომისიის შენიშვნებს წინასწარ ნდობა გამოუცხადა ოპოზიციამაც.

19 ივნისსგამოქვეყნდა ვენეციის კომისიის შენიშვნები, რომელსაც მიესალმა ოპოზიცია.
მმართველმაპარტიამარათუგაითვალისწინავენეციისკომისიისრეკომენდაცია, არამედმიიღოერთპიროვნულიგადაწყვეტილებადასაქართველოსპარლამენტშიდაჩქარებული წესით დაიწყო სრულიადგანსხვავებულისაკონსტიტუციოცვლილებებისპროექტისგანხილვა, რომელიცგულისხმობს 2020 წლისსაპარლამენტოარჩევნებისჩატარებასშერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) საარჩევნოსისტემითდაპროპორციულსისტემაზეგადასვლისგადავადებას 2024 წლისათვის.

3. კონსტიტუციის რეფორმის პარალელურად ხელისუფლება მუდმივად აუარესებს საარჩევნო გარემოს - ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაციის ფორიმირების წესი ხელისუფლებამ ბოლო (2016) წლის არჩევნების შედეგებს მოარგო და 1-დან 4 წევრამდე ზრდის საკუთარ ქვეოტას - რითაც სრულ პოლიტიკურ კონტროლს ამყარებს საარჩევნოადმინისტრაციაზე.
ყოველივე ზ/ა გამომდინარე ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერიოპოზიციური პარტიები, მივიჩნევთ, რომ ე.წ. კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ანტიდემოკრატიული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ დოკუმენტად.

შექმნილ ვითარებაში კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვის საუკეთესო საშუალებად მიგვაჩნია:
შეჩერდეს ე.წ. კონსტიტუციური რეფორმის განხილვა პარლამენტში და პროექტის განახლებული რედაქცია დაუბრუნდეს ექსპერტიზისათვის ვენეციის კომისიას, რომლის შენიშვნებიც მთლიანად იქნება ასახული კონსტიტუციის საბოლოო რედაქციაში - რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ფართო პოლიტიკურ და სამოქალაქო კონსესუსს.

სხვა შემთხვევაში მაღალია ალბათობა, იმისა რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები განვითარდება ისეთი მიმართულებით, რაც ხელს არ შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და გრძელვადიან სტაბილურობას.

პატივისცემით,

საქართველოს ოპოზიციური პარტიები:

1. ახალი მემარჯვენეები

2. ახალი საქართველო

3. ახალი ქრისტიან-დემოკრატები

4. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

5. დემოკრატიული მოძრაობა

6. ევროპელი დემოკრატები

7. ევროპული საქართველო

8. ეროვნული ფორუმი

9. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

10. თავისუფალი დემოკრატები

11. თავისუფალი საქართველო

12. ლეიბორისტული პარტია

13. პატრიოტთა ალიანსი

14. რესპუბლიკური პარტია

15. სახელმწიფო ხალხისთვის

16. ტრადიციონალისტთა კავშირი.’’

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ