არქივი
პოლიტიკა


ოპოზიციური პარტიების საკანონმდებლო წინადადება პარლამენტმა არ გაიზიარა
პარლამენტმა 15 ოპოზიციური პარტიის საკანონმდებლო წინადადება საარჩევნო და თვითმმართველობის შესახებ კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ არ გაიზიარა.
ინიციატორებმა დეპუტატებს ორი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზეს.
პირველი ვარიანტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოების არჩევა მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა მოხდეს და შემცირდეს საკრებულოს წევრთა რაოდენობა. მეორე ვარიანტის თანახმად, კი მუნიციპალიტეტის საკრებულოები შერეული სისტემით აირჩევა, თუმცა მაჟორიტარების წილი შემცირდება. პროპორციული მანდატები ე. წ. გერმანული მოდელის მიხედვით, განაწილდება და საარჩევნო ბარიერი 3% იქნება.
ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სისტემა დემოკრატიულ სტანდარტებს არ პასუხობს. მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა; სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებსა და მიღებულ მანდატებს შორის მნიშვნელოვანი არაპროპორციულობაა და მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასა და საკრებულოს წევრთა რაოდენობებს შორის მკვეთრი შეუსაბამობაა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა არასაპარლამენტო ოპოზიციის არცერთი წინადადება არ გაიზიარეს. კენჭისყრისას საკითხისთვის მხარი კომიტეტის არცერთ წევრს დაუჭერია, თუმცა არც წინააღმდეგ მიუციათ ხმა. გადაწყდა, რომ საკითხზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად - შალვა ნათელაშვილი
7 მარტი, 2021 , 15:53
„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
7 მარტი, 2021 , 14:19

ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
7 მარტი, 2021 , 13:24

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო
7 მარტი, 2021 , 12:57

არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები - ზაალ უდუმაშვილი
7 მარტი, 2021 , 11:56

პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება - მამუკა მდინარაძე
7 მარტი, 2021 , 11:07