უახლესი ამბები
- 10.10.2025 14:42მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
- 10.10.2025 14:18მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
არქივი
სამართალი


ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ
ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი, მკვლელობის მომენტამდე, ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ, - ინფორმაციას ,,პირველი არხი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რესტორანში ჯერ მოკლული მამაკაცი მივიდა, შემდეგ კი სავარაუდო მკვლელი.
„დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ რესტორანში, რა დროსაც ხმადაბლა კამათობდნენ, შემდეგ რესტორნის ტერიტორია დატოვეს და კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა“, - აცხადებს მომხდარის თვითმხილველი.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი. სულ შვიდი-რვა გასროლა განხორციელდა.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ,,პირველ არხთან“ საუბარში ამბობს, სავარაუდო მკვლელის მხრიდან პირველი გასროლის შემდეგ, მამაკაცი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა, სადაც სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა და მანქანიდან საპასუხო გასროლა განახორციელა, რასაც ავტომანქანის გარეთ მყოფი სავარაუდო მკვლელის მხრიდან კიდევ მოჰყვა რამდენიმე გასროლა.
შეგახსენებთ, ორთაჭალაში მკვლელობა წუხე მოხდა. აბანოთუბანთან მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
10 ოქტომბერი, 2025 , 14:18

პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
10 ოქტომბერი, 2025 , 10:56
პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით ორი პირი დააკავა
10 ოქტომბერი, 2025 , 10:53
შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა
10 ოქტომბერი, 2025 , 09:44
გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს
9 ოქტომბერი, 2025 , 17:48
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს
9 ოქტომბერი, 2025 , 17:33