სამართალი
ოთარ აბესაძის პროცესზე ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დაიკითხება
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი 10 ნოემბრამდე გადაიდო.
სასამართლომ სხდომის გადადების მიზეზად საქმეში ახალი ადვოკატის, ნანა ფილაურის ჩართვა დაასახელა, თუმცა უფლებადამცველები პროცესის გადადებას მის დაწყებამდეც ითხოვდნენ, იმ მოტივით, რომ ბრალდბული ჯანმრთელობის მდოგმარეობის გამო არ ესწრებოდა.
აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, აბესაძე 3 დღის წინ მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარეს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი უნდა დაეკითხა, რომელიც აბესაძის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა.
პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, მოწმე დაადასტურებს დაკავებისას ოთარ აბესაძის პირადი ჩხრეკისას ქრთამის სახით აღებული 3000 დოლარის ამოღებას.
ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივლისს დააკავა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც ლაგოდეხში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, ვადაგასულ საკვებ პროდუქტებს ვადას უცვლიდა და მათ რეალიზაციას ახორციელებდა - პროკურატურა
22 იანვარი, 2026 , 20:04
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
22 იანვარი, 2026 , 12:47
სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - შსს
22 იანვარი, 2026 , 12:04
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დავაკავეთ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
22 იანვარი, 2026 , 11:55
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
21 იანვარი, 2026 , 12:30
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
21 იანვარი, 2026 , 11:43


