უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ივლისი, 2017 12:55
font-size

ოთარ აბესაძის საქმეში დევს ვიდეო, აუდიო მასალა სადაც ის მერიის სხვა თანამშრომლებსაც ახსენებს - პროკურორი

ოთარ აბესაძე ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში მერიის სხვა თანამშრომლებსაც ასახელებს - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ ოთარ აბესაძის საქმის სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ აბესაძისათვის აღკვეთის ღონოსძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

"2017 წლის პირველ ივლისს გამოძიება დაიწყო ოთარ აბესაძის წინააღმდეგ. იგი დაპირდა მოქალაქეებს, რომ თანამდებობის გამოყენებით დაეხმარებოდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში მტკვარზე. მოცემულ საქმეზე არსებობს ვიდეო, აუდიო ჩანაწერები. ოთარ აბესაძე მერიის თანამშრომლების სახელებს იყენებს. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, დაკავებულია სამოხელეო დანაშაულის მიზნებისათვის პიროვნება, რომელიც ასრულებს საჯარო საქმეს. ოთარ აბესაძე დანიშნულია მერიის მიერ, იღებს 3400 ლარს, შესაბამისად, ის საჯარო სამსახურს ასრულებს", - განაცხადა პროკურორმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც ლაგოდეხში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, ვადაგასულ საკვებ პროდუქტებს ვადას უცვლიდა და მათ რეალიზაციას ახორციელებდა - პროკურატურა

22 იანვარი, 2026 , 20:04

საქართველოს პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების თანახმად, საქართველოს ფინან

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

22 იანვარი, 2026 , 12:47

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილი. დღევანდელ პროცესზე მოწმეები

სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - შსს

22 იანვარი, 2026 , 12:04

სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალე

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დავაკავეთ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

22 იანვარი, 2026 , 11:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინა

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

21 იანვარი, 2026 , 12:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წ

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

21 იანვარი, 2026 , 11:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი