უახლესი ამბები
- 16.09.2024 16:02ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით - გია ხუხაშვილი
- 16.09.2024 15:51გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან - მამუკა ხაზარაძე
- 16.09.2024 15:21გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
- 16.09.2024 15:06ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი - სანდრო რაქვიაშვილი
- 16.09.2024 13:03ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს - გივი თარგამაძე
- 16.09.2024 12:49ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას - კახა კალაძე
- 16.09.2024 12:18მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე მოღალატეობრივი განცხადების გამო - ლევან ბეჟაშვილი
- 16.09.2024 12:04ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება, ეს ეხება არა მარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში - კახა ოქრიაშვილი
- 16.09.2024 11:50აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება - ირაკლი კობახიძე
- 16.09.2024 11:45პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის - შალვა პაპუაშვილი
არქივი
პოლიტიკა
ოთარ შამუგია დუბაიში ჩეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დუბაიში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში, ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს პეტრ ჰლადიკს შეხვდა. გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენცია (COP28) არის კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში 100 000 მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
როგორც ოთარ შამუგიამ ჩეხ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.
„მრავალი წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩეხეთის მხარესთან, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან დაცულ ტერიტორიებზე მღვიმეების კვლევისა და განვითარების მიმართულებით. გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 28) ფარგლებში შეხვედრა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად დინამიკურ განვითარებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.
„საქართველო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია. სულ რამდენიმე დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები, რათა შესრულებულიყო ის პირობები, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისთვის. გვქონდა ხელშესახები პროგრესი, რომელიც აისახა გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში; პროგრესი სათანადოდ იქნა შეფასებული ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკმა აღნიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მზადყოფნა გამოთქვა გარემოს დაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით სათანამშრომლოდ.
„ჩვენ მოხარული ვართ საქართველოსა და ჩეხეთის თანამშრომლობით განსაკუთრებით ახალი დაცული ტერიტორიების პროექტების ფარგლებში. ჩვენ ასევე მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოსდაახლოებას ევროპის კავშირთან და იმ გზას, რომელიც მან უნდა განვლოს მომავალში, რათა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. მართალია, მნიშვნელოვანია გაგაჩნდეს შესაბამისი კანონმდებლობა, იზიარებდე პრინციპებს, ასევე, უერთდებოდე ევროკავშირის მრავალ საერთო მიზანს, თუმცა, გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია თავად ის გზა, რომელიც საქართველომ განვლო ამ დაახლოების პროცესში და ჩვენ გვახარებს ეს მიღწეული შედეგი“, – განაცხადა პეტრ ჰლადიკმა.
ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების განხილვის მიზნით, ოთარ შამუგია ჩეხეთში მიიწვია.