უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აპრილი, 2024 14:47
font-size

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას, ისინი გახსნიან საწარმოებს, დაიბეგრებიან, რაც დადებითან აისახება ქვეყანაზე.

პაატა კვიჟინაძის განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს, რუსეთთან მიაბას აღნიშნული ოფშორული კომპანიები, თუმცა ისინი დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები არიან.

„ყველა გადარიცხვა ხდება ამერიკული და ევროპული ბანკებით, თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს გააკეთებს საქართველო. თან, ერთ პიროვნებაზე აქამდე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა იძახით შემოდის და აქ აბანდებსო – ჯერ გაერკვიეთ, რაზე საუბრობთ. ეს ხალხი ამ წუთას ხომ საზღვარგარეთ არის – თუ არ შემოვლენ, არაფერი იქნება, არც ზარალი, არც მოგება, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ, დავაინტერესოთ და საქართველოში გადმოვიდნენ არამარტო ისინი, სხვებიც, ეს ნიშნავს, რომ ისინი გახსნიან წარმოებებს, დაბეგვრა იქნება ა.შ. იქნება სარგებელი. თუ არ მოვეხმარებით და არ გადმოვლენ, ზარალი როგორ იქნება? არიან იქ და იქნებიან, ვინ უშლით? რუსეთთან აბამენ ამას, რუსეთს არ აქვს არავითარი ოფშორი და არც რუსული ფული არსად მოქმედებს ამ პიროვნებებზე. საერთოდ არ აქვთ არანაირი კავშირი. ესენი არიან დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები და თუ ვინმე დასანქცირებულია, ის უკვე გაჩერებულია, საქართველოში გადავა, ინგლისში თუ იტალიაში, იმას ეს არ უშველის. თუ ვინმე დასანქცირებულია, იმის თემა უკვე დახურულია, არაფერი უშველის. თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ოფშორი არის გაუმჭვირვალე, თუ ის საქართველოში გადმოვა, იქნება გამჭვირვალე, რა გაქვთ საწინააღმდეგო, ვერ გავიგე? რეესტრში იქნება დარეგისტრირებული“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის პირველ იანვრამდე განხორციელდება. ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით

1 მაისი, 2024 , 11:14

პარტია “ლელო საქართველოსთვის" საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით. როგორც პარტი

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია

30 აპრილი, 2024 , 16:00

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე

მაია ბითაძე ოპოზიციას: თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ

30 აპრილი, 2024 , 15:47

დღეს ქვეყანა დგას იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, რასაც, ასე ძალიან ცდილობს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული

30 აპრილი, 2024 , 15:42

სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული. არანაირი საუნჯე არ გაგაჩნიათ თქვენ სინამდვილეში - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. "რისი გამკეთებლები ხართ, თქვენგან ევრ

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს - მიხეილ სააკაშვილი

30 აპრილი, 2024 , 14:59

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს, -ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტ

ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

30 აპრილი, 2024 , 12:30

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი, ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი