უკან
კომენტარი
6 სექტემბერი, 2017 11:35
პაატა შეშელიძე ლარის გაუფასურების ტენდენციას ხანძრებს უკავშირებს
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე ლარის გაუფასურების ტენდენციას ქვეყანაში გაჩენილ ხანძრებსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს უკავშირებს.
,,არ გამოვრიცხავ იმას, რომ თანხები მოხმარდა ხანძრების ჩაქრობას და დიდი დანახარჯები ჰქონდა მთავრობას. შესაბამისად, მან გამოიყენა როგორც საკუთარი რეზერვები, ასევე დამატებითი თანხები, რომლებიც ღია ბაზარზე ისესხა, მაგრამ მერე სახაზინო ვალდებულებები, რომლებიც ამ სესხების ასაღებად იქნა ამოღებული, შემდეგ ბანკებმა გამოიყენეს დამატებითი რესურსების მოსაზიდად ეროვნული ბანკიდან.
ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებას სჭირდება ფული, პირდაპირ ვერ ხარჯავს, ამიტომ ტენდერების და სხვა ასეთი პროცედურების გავლით თავისი პოტენციური მხარდამჭერების გულის მოგებას“, - ამბობს პაატა შეშელიძე.