კომენტარი
პარლამენტი აფგან მუხტარლის საქმის გამოძიების პროცესში ჩართული იქნება - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,პარლამენტი ჟურნალისტ აფგან მუხტარლის საქმის გამოძიების საქმეში, ჩართული იქნება.
როგორც კობახიძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, კერძოდ, პარლამენტს ექნება კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
„ჩვენ სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ, აზერბაიჯანული ოფიციალური მხარის ვერსია, ასევე ადვოკატის ვერსია, გაკეთდა განცხადება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ჯერჯერობით წარიმართება გამოძიება. პარლამენტი, რა თქმა უნდა, ჩართული იქნება ამ პროცესში. კერძოდ, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ნათელი მოეფინება თავიდან ბოლომდე იმ საქმეს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“,-აღნიშნა კობახიძემ.
მონიკა დავლიანიძე