უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 აგვისტო, 2025 12:33
font-size

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტი დღეს არ საჯაროვდება, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა დასკვნით სხდომაზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება.

ამასთან, როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები დასკვნის პროექტს განიხილავენ და შემდეგ დაამტკიცებენ.

„საზოგადოებას ალბათ ძალიან აინტერესებს პროცედურული საკითხი. კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, დღეს კენჭისყრაზე დავაყენებთ ამ დასკვნის პროექტს, მაგრამ დასკვნა დღეს არ საჯაროვდება.

პროცედურა არის შემდეგი. ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება ხვალ, 5 აგვისტოს, ექვსი თვის თავზე. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ექვსი თვე ჩვენი კომისიის გამოგონილი არ არის. დარღვევების მასშტაბი, ძალიან დიდი დანაშაულების მასშტაბი იმხელაა, რომ ბუნებრივად შეიძლება, იფიქრო, რომ ექვსი თვე რატომ არის საკმარისი, რათა ეს თემა ამოწურო, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კანონი გვავალდებულებს, რომ ექვს თვეში დავასრულოთ მუშაობა. ამიტომ, ხვალ ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება და ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო. ბიურო ჩანიშნავს პლენარულ სხდომას, რომელზეც ჩვენ, კომისია ამ დასკვნით წარვდგებით. ეს ჩვენი ვარაუდით იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში. სწორედ მაშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნა გასაჯაროვდება. უფრო მეტიც, იქნება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა. ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა ეს დასკვნა უნდა მოისმინოს. ვიდრე არ მოისმენს ამ დასკვნას, ბუნებრივია, ჩვენ მათ გარეშე ვერ გავმართავთ მესამე პირებთან ამ დასკვნაზე მსჯელობას. ასეთია წესი. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ დასამტკიცებლად, აზრების გაცვლა-გამოცვლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, სხდომის დაწყებისას თეა წულუკიანმა განმარტა, რა თემებს შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა