უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2017 12:05
font-size

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, თუ ფრაქცია რეგლამენტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მისი რეგისტრაციის საკითხი პარლამენტის ბიუროზე გავა.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს შემოსულ დოკუმენტაციას და იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია იქნება რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, იმ მოთხოვნებთან, რომლებიც გათვალისწინებულია ფრაქციის შესაქმნელად, ბუნებრივია, საპროცედურო კომიტეტი მიიღებს შესაბამის დასკვნას. შემდგომ ის წარედგინება უკვე პარლამენტის ბიუროს. საბოლოო რეგისტრაციაც მოხდება ბიუროს გადაწყვეტილებით“, - აცხადებს კახიანი.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 6-კაციანი იქნება. მას რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება. ასევე ფრაქციაში შედიან ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმცირესობის შემადგენლობაში აღარ იქნება. მისივე თქმით, ახალი ფრაქციის მუშაობის მთავარი მიმართულებები სოციალური საკითხები და ამ კუთხით კანონპროექტების ინიცირება იქნება.

ანა მებურიშვილი

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ