უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2017 15:20
font-size

პარლამენტის ცხრა დეპუტატი კანონთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა - ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოსთხოვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, გამოიძიოს პარლამენტის 9 წევრის ბიზნესსაქმიანობა.

ორგანიზაციის კვლევამ აღმოაჩინა, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები დარეგისტრირებული არიან დირექტორებად სხვადასხვა კომპანიაში, რაც კანონდარღვევად ითვლება. 9 დეპუტატებს შორის არიან: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო - რეგიონები“), გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები).

„ამ კვლევით ჩვენ დავადგინეთ, რომ დაახლოებით პარლამენტში მოქმედი 9 დეპუტატია, რომლებიც კანონთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევიან, ანუ კონკრეტულ კომპანიებში ფლობენ აღმასრულებელ პოზიციებს, რაც არის კანონის დარღვევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს საქართველოს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა“, - განაცხადა „საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

გიგაურმა აღნიშნა, რომ კვლევა ეფუძნება იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებსაიტზე. კვლევა ასევე ეხება იმ შემოსავლებს, რაც დეპუტატებმა თავისი კომპანიებისგან მიიღეს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, რისკი არსებობს, რომ დეპუტატებმა გამოიყენონ თავისი პოზიცია საკუთარი კომპანიების ბიზნესინტერესების გასატარებლად ან უპირატესი მდგომარეობის წასაყენებლად.

ორგანიზაციის წევრის, ლიკა საჯაიას განცხადებით, არის ალბათობა, რომ ის კომპანიები, რომელთა დირექტორებად ფიქსირდებიან დეპუტატები, აღარ არსებობენ ამ დროისთვის, რადგან ამ კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წელია, არ განახლებულა.

საჯაიას განმარტებით, კანონმდებლობა კრძალავს, რომ პარლამენტარი ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დეპუტატს ვადამდე ადრე პარალმენტის წევრობის უფლებამოსილება უწყდება.

„ერთ-ერთი დარღვევა, რომელიც კვლევის შედეგად გამოვლინდა, როდესაც დეპუტატები ფიქსირდებიან კომპანიის უფლებმოსილ პირებად, დირექტორებად, და ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო ბიუროს ვებგვერდზე. არის შემთხვევები, როცა კომპანიის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წელია არ განახლებულა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კომპანიები დღეისთვის აღარ საქმიანობენ, თუმცა კანონი ცალსახად ამბობს, რომ პარლამენტის წევრი ამავდროულად არ შეიძლება იყოს კომერციული იურიდიული პირის დირექტორი. ამ საკითხის მიმართ დაინტერესდეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და შესაძლოა, საკითხი განიხილოს პლენარულმა სხდომამ, თუკი დადასტურდება, რომ პარლამენტის წევრი ნამდვილად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ჩვენი კანონმდებლობით, მას შეიძლება ვადამდე ადრე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, -განაცხადა საჯაიამ.

საჯაიამ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს, რომ რეაგირება მოახდინოს დეპუტატების მიერ დეკლარაციების არასრულ შევსებას.

„მეორე დარღვევა არადეკლარირებული ბიზნესაქტივებია. არის შემთხვევები, როცა პარლამენტის წევრები არ ახდენენ თავიანთი წილების დეკლარირებას. არის შემთხვევები, როცა მათი ოჯახის წევრების კუთვნილი წილები ან უძრავი ქონება არაა მოცემული დეკლარაციაში. ესაა საკითხი, რომლითაც უნდა დაინტერესდეს საჯარო სამსახურის ბიურო, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, დეკლარაციის არასწორ შევსებაზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება და კანონმდებლობით ჯარიმა არის გათვალისწინებული“, -თქვა საჯაიამ.

კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 16 დეპუტატს აქვს არადეკლარირებული ბიზნესაქტივები. აქედან 14 დეპუტატი მმართველი გუნდის წევრია (ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე), ხოლო 2 დეპუტატია „პატრიოტთა ალიანსიდან“ - ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია.

უძრავი ქონების საკუთრება არასრულად არის დეკლარირებული პარლამენტის 16 წევრის შემთხვევაში, ხოლო დეპუტატის ოჯახის წევრის მიერ 4 შემთხვევაში. ეს შემდეგი დეპუტატების ოჯახის წევრებია: რევაზ არველაძე („ქართული ოცნება”), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება - მწვანეები“), ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“), რატი იონათამიშვილი („ქართული ოცნება“).

ანა მებურიშვილი

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ