უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 მაისი, 2018 17:10
font-size

პარლამენტმა საგზაო მოძრაობის ახალი რეგულაციები დაამტკიცა

დედაქალაქის მერიას უკვე შეუძლია ტაქსის ლიცენზირებისა და ტრანზიტული მოძრაობის წესები შემოიღოს. შესაბამისი უფლებამოსილება მას საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით აქვს, რომელიც პარლამენტმა დღეს მიიღო.

ცვლილებების თანახმად, მერია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემისა და გადახდის წესს, ვადას და გაცემის ფასს.

ამასთან, თბილისის მთავრობამ უნდა დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე;

სატვირთო ავტომობილის და სატრანსპორტო საშუალებით ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის განსაზღვრული ადგილისა და დროის შესახებ წესი;

თბილისის მთავრობა გასცემს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის ნებართვას ან ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილებას ანიჭებს თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.

ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით ავტომატურად შეიცვალა სხვა რამდენიმე კანონის მუხლებიც.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ დედაქალაქის თვითმმართველობა ვალდებული ხდება სადისტრიბუციო მანქანებს დაუდგინოს მოძრაობის ადგილი და დრო.

მათი მოძრაობის სავარაუდო დროდ დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განისაზღვრება საათები.

შეზღუდვა შეეხებათ სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან. სატვირთო ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის სავარაუდო დროდ დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განისაზღვრება 2-2 საათი დილა-საღამოს, პიკის საათებში.

კანონში აღნიშნული ჩანაწერით დედაქალაქის ქუჩებში ეტაპობრივად დარეგულირდება:

კერძოდ, ავტობუსების მოძრაობა და განისაზღვრება კონკრეტული ლოკაციები, სადაც მგზავრთა
ჩასხდომა-გადმოსხდომისას უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.

წარმოდგენილი პროექტით კანონმდებლობა გამკაცრდება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვისაც, რომლებიც ჩერდებიან ან დგანან ავტობუსების გაჩერებების ადგილებზე.

კანონის მიხედვით, ახალი რეგულაციების დამრღვევი სატვირთო ავტომობილის მძღოლები დაჯარიმდებიან. კერძოდ, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა იზრდება 20 ლარიდან 500 ლარამდე.

კოდექსს ემატება მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ:

100 ლარიან ჯარიმას სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მიერ მოძრაობის
წესის დარღვევაზე;

100 ლარიან ჯარიმას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მიერ დედაქალაქის
თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის
დარღვევაზე;

50 ლარიან ჯარიმას დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე
სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერების ან
დგომის წესის დარღვევისას;

200 ლარიან ჯარიმას მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის განხორციელებაზე
უნებართვოთ ან სანებართვო პირობების დარღვევით.
რაც შეეხება ცვლილებას ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში, ამ დრომდე არსებული კანონი ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის წესებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით ადგენდა, თუმცა არ ითვალისწინებდა რეგულაციებს ქალაქში, ტაქსების მოძრაობის შესახებ.

პირველ ჯერზე, ტაქსებზე რეგულაციები მხოლოდ თბილისში განხორციელდება. ნებართვების ჩამონათვალს ემატება საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა და შესაბამისი მუხლებით განისაზღვრება აღნიშნული ნებართვის გაცემის წესი.

ამ ნებართვის გაცემისას მოსაკრებლის გადახდა საჭირო არ იქნება.

ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს დაამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო.

ეს კანონი ითვალისწინებს ცვლილებას საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში, რომელსაც დაემატება ტერმინების: მსუბუქი საავტომობილო-ტაქსისა და ტრანზიტული მოძრაობის განმარტებები. დადგინდება თბილისის მერიისა და საკრებულოს უფლებამოსილებები. შესაბამისი ცვლილება შევიდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონშიც.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი