უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ოქტომბერი, 2018 17:45
font-size

პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე, მინისტრების ცვლილებაზე საუბარი არ არის - მამუკა მდინარაძე

„პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში არა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ და დღეს საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, ამ შეხვედრებს დღეს პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.

„ბატონი ბიძინა ხშირად ესწრება შეხვედრებს, მათ შორის შტაბთან შეხვედრებსაც. დღის განმავლობაში შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, სალომე ზურაბიშვილი ამ შეხვედრებში არ მონაწილეობდა. ბევრი რამ არის შტაბში გადასალაგებელი, მათ შორის პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავთ ახალი სახეების შემოსვლას. ბუნებრივია, კიდევ უფრო გააძლიერებს პარტია თავის მუშაობას და შედეგებიც იქნება ადეკვატური.

თქვენ ხედავთ რეაქციებს, ადამიანები ამბობენ, რომ შეუძლებელია დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები დაბრუნდნენ სადმე, რომელიმე რგოლში რაიმე თანამდებობაზე, მითუმეტეს ქვეყნის პრეზიდენტად არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის სამეგრელოს ტყის კადრები, ციხის კადრები, 10 000 ღამით, სამ საათზე გაღვიძებული ადამიანი, რომლებსაც გაახსენდათ, რომ დილამდე თუ ქონებას არ გადაუფორმებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ გამორიცხული იყო, ვეღარ გაიღვიძებდა და ა.შ. ეს საზოგადოებას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუმცა, პირველ ტურში, როგორც ჩანს, კარგად ამის გათვითცნობიერება ბოლომდე არ მოხდა. ჩვენც გვქონდა გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომუნიკაციების გაძლიერებას ვგეგმავთ, ასევე სოციალური პრობლემებზე მეტ ორიენტირებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება და შესაძლოა, გუნდს ახალი წევრებიც დაემატოს.

„პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე. მათ შორის, სამთავრობო დონეზე უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური გუნდი იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ეს არის სოციალური მდგომარეობა. ადამიანებს ამ მიმართულებით მეტი დინამიკა, მეტი ტემპი სჭირდებათ. „ქართული ოცნების“ მთავარი გამოწვევა არის მოქალაქეებთან კოორდინაცია სწრაფად და მეტად განახორციელოს. ასევე, გარკვეული საკითხები დაკავშირებულია მენეჯმენტთან, მათ შორის კომუნიკაციის კუთხით. ძალიან ხშირად გვსაყვედურობენ, რომ რასაც ვაკეთებთ, ისიც არ მიდის საზოგადოებამდე. მინისტრების ცვლილებაზე საუბარი არ არის. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა, რომელსაც კარგი ბექრაუნდი აქვს და იმედი გვაქვს, ეკონომიკური გუნდი შეძლებს იმ გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს, რომელიც მოსახლეობამ ამ არჩევნებზე გამოგვიგზავნა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა