უკან

პოლიტიკა

27 სექტემბერი, 2017 10:15
font-size

,,პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

” პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებაში.

,,პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომას "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატი დაესწრო: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი. სამივე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა და ხმა "წინააღმდეგ" მისცა! ჩვენი ფრაქციის დანარჩენი სამი დეპუტატი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო: მე, გიორგი ლომია( შეერთებულ შტატებში იმყოფება ვიზიტიად), და ზაზა მიქაძე. შესაბამისად, არც კენჭისყრაში მიგვიღია მონაწილეობა.

ძალთა ამ გადანაწილებას, ამ ტაქტიკურ ნაბიჯს ერთი მარტივი მიზეზი ჰქონდა და აქვს: სხდომა ჩვენ ბოკერიებთან ერთად არ დავტოვეთ, რომ მოგვიანებით ჩვენი პროტესტი გაიგივებული არ ყოფილიყო ბოკერიების პროტესტთან და მედიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს არ შევეწუხებინეთ კითხვით,- რატომ მოვიქეცით ისე, როგორც ბოკერია. რეზიუმე- ჩვენ არა ბოკერიას დღის წესრიგით, არამედ განსხვავებული სტრატეგიით გავაპროტესტეთ ძალადობა კონსტიტუციაზე. ეს ერთი!

მეორე და საინტერესო: რიგგარეშე სხდომაზე დამსწრე სამივე დეპუტატმა კონსტიტუციის წარმოდგენილი ვარიანტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ხაზს ვუსვამ- წინააღმდეგ! მაგრამ ერთი დეპუტატის ხმა, რატომღაც, ხელისუფლებამ მიითვისა და 117 მხარდამჭერს შორის აღმოჩნდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, სამივე დეპუტატმა იგივე, უარყოფითი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა მედიასთან. თუ თეორიულად რომელიმე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა, საჯაროდ როგორ აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას? რაც აბსურდია.

გამოდის, რომ კომპიუტერული სისტემა მწყობრში არაა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ არასაიმედო სისტემით ხშირად, სხვა დროსაც ხდება კენჭისყრის შედეგების შეცვლა, მანიპულირება, გაყალბება, რაც გამოძიების საგნად უნდა იქცეს.

სწორედ ამიტომ, დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, ვითხოვ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტის ირგვლივ.

მორიგჯერ ვაფიქსირებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოზიციას: პარლამენტის ვიცესპიკერი, ჩემი სახით, დგას პარლამენტის შენობის წინ და აპროტესტებს საკონსტიტუციო უზურპაციას! სწორედ საარჩევნო დიქტატურის დამყარებაა მოშიმშილეთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი! ფრაქციის სამმა დეპუტატმა სხდომაზე მკაფიოდ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა! სამმა დეპუტატმა, მათ შორის მე, ბოიკოტის რეჟიმი აირჩია და სხდომას არ დაესწრო“, - აცხადებს ინაშვილი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა