პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსმა“ ბიძინა ივანიშვილის სატელიტების გზა აირჩია - ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პატრიოტთა ალიანსი“ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. როგორც მან „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა, ამის თქმის საფუძველს აძლევს „პატრიოტების“ ლიდერთა ბოლოდროინდელი განცხადებები, სადაც ისინი არ აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს.
„პატრიოტთა ალიანსის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და მათი ქცევები იძლევა იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მათ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილის სატელიტების გზა.
პირველი მაგალითი, არჩევნებამდე, როდესაც თარხან-მოურავმა ერთ-ერთ განცხადებაში თქვა, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მოკავშირეები. ასევე ჩემთვის გასაოცარი იყო კომენტარი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ქალბატონმა ინაშვილმა გააკეთა, მის შემდეგ ვიყავი და გაოგნებული დავრჩი, როცა საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით არჩეული იყო ასეთი პოზიცია- ძალიან გაკრიტიკებული იყო კვირიკაშვილი, ხელისუფლება, პარლამენტი და უმრავლესობა, მაგრამ უზენაესი, ზევსი ბიძინა ივაშვილი კრიტიკის მიღმა იყო დატოვებული. და ითქვა, რო ამ ყველაფერს აკეთებს ცუდი უმრავლესობა და ცუდი მთავრობა, და ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ არ იცის“, -თქვა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მისთვის საეჭვო იყო „პატრიოტების“ უარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო ოპოზიციური კანდიდატის წარდგენაზე. მისი მტკიცებით, ალიანსმა ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელად მიიღო.
„მე მოვისმინე პატრიოტების კომენტარები, რომ არ ყოფილა სერიოზული კონსულტაციები, როგორ არ ყოფილა? თქვენს ეთერშიც გავიდა კახა კუკავას შეხვედრა პატრიოტთა ალიანსის ოფისში, როცა პატრიოტების წამყვანი ლიდერები მას შეხვდნენ და იყო როგორც ღია, ასევე კულუარული მოლაპარაკებები. უფრო მეტიც, მე მზად ვიყავი, რომ მხარი დამეჭირა სხვა პარტიის კანდიდატისტვის, ოღონდ ყოფილიყო ოპოზიციური ერთობა.
რატომღაც ქალბატონმა ინაშვილმა და პატრიოტთა ალიანსმა ამჯობინეს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, დამოუკიდებლად, დაეყენებინათ კანდიდატი და ოპოზიციური ერთობა არ შემდგარიყო. ეს არ ბადებს ძალიან სერიოზულ კითხვებს?“, -აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, თუკი პატრიოტების დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ შემთხვევით მისცა ხმა ახალი კონსტიტუციის დამტკიცების სასარგებლოდ, ალიანსმა უნდა მოითხოვოს ხელახალი კენჭისყრის ჩატარება.
„თუ შემთხვევით მოხდა, მათ სასწრაფოდ უნდა შეეტანათ განაცხადი , რომ ეს ხმა ყოფილიყო ამოღებული 117 ხმის ნუსხიდან, თუ სისტემაზე ჰქონდათ ეჭვი, უნდა მოეთხოვათ სისტემის გადამოწმების მექანიზმის ჩართვა და აუცილებლად უნდა მოეთხოვათ ხელახალი კენჭისყრა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებაში იყო საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რომ რამდენიმე დეპუტატი უარს აცხადებდა კენჭისყრაში დადებითი ხმის მიცემაზე. ქართულ ოცნებას ხმები აკლდებოდა და მათ სჭირდებოდათ დამატებითი გარანტიები , რომ კონსტიტუცია არ ჩავარდებოდა“, -თქვა ბურჯანაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
13 მარტი, 2026 , 08:52
„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
12 მარტი, 2026 , 15:53
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე
12 მარტი, 2026 , 15:28
მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
10 მარტი, 2026 , 12:49
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს
10 მარტი, 2026 , 11:55
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
10 მარტი, 2026 , 11:20


