უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
პირდაპირ, ღია ტექსტით იყო მოწოდება მეორე ფრონტისკენ, ქვეყანა რომ თავზე დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ეს გვითხრეს, რაც კიდევ უფრო მძიმეა, რაღაც კითხვების დასმის უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ მათი გადმოსახედიდან, ასეთი უხეში იყო მათი დამოკიდებულება - ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილი ყოველთვის აცხადებდა, რომ მასთან იყო კელი დეგნანი მისული მუშტების ბრახუნით და ითხოვდა სანქციების დაწესებას, რაც სხვა შეხვედრებს, გაიმართა სამი სხვადასხვა შეხვედრა, ერთ-ერთს ვესწრებოდი პირადად მე და სამიდან ორ შეხვედრაზე პირდაპირი მოწოდება იყო მეორე ფრონტისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრა შედგა თებერვლის პირველ ნახევარში, მეორე შეხვედრა თებერვლის ბოლოს, ომის დაწყებიდან მალევე, ხოლო მესამე შეხვედრა - მარტის შუა რიცხვებში.
„ამ სამი შეხვედრიდან ორ შეხვედრაზე იყო ღიად საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე. მათ შორის, ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როცა კითხვა დაისვა, რომ დავუშვათ ვეღარ შევაკავეთ აგრესია, რა ხდება ამ შემთხვევაში, პირდაპირ გვითხრეს, პარტიზანულ ომზე უნდა გადახვიდეთო. ამ დონეზე დეტალებზე მიდიოდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ, ღია ტექსტით იყო მოწოდება მეორე ფრონტისკენ. კიდევ უფრო მძიმე რამეს გეუბნებით - ქვეყანა რომ თავზე დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ეს გვითხრეს. ეს კიდევ უფრო მძიმეა. პირველად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე და მერე კიდევ უფრო მძიმე იყო, რომ ტყეებიდან უნდა გვებრძოლა პარტიზანულ ომში. დეტალებში გვქონდა საუბარი, უამრავი კითხვა დაისვა, იყო კითხვები, რომლებზეც არ გვპასუხობდნენ. მაგალითად, იყო ერთი და იგივე შეკითხვა, რომელიც ხუთჯერ დაისვა ჩვენი მხრიდან, ამ შეკითხვასაც არ დავაკონკრეტებ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ხუთივეჯერ დუმილით უპასუხეს. უხეშად ითხოვდნენ ჩართვას. რაღაც კითხვების დასმის უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ მათი გადმოსახედიდან. ასეთი უხეში იყო მათი დამოკიდებულება. მუშტების ბრახუნზე უარესს აკეთებდა ხოლმე ქალბატონი კელი დეგნანი, როცა მოდიოდა ხოლმე შეხვედრაზე. ისტერიკებს აწყობდა ხოლმე. უმძიმესი იყო მისი ნახვა შეხვედრებზე. არაერთი ასეთი ისტერიკა მოუწყვია მას. დარწმუნებული ვარ, იგივე გააკეთა შალვა პაპუაშვილთანაც. სამი შეხვედრა იყო, აქედან ერთს მე ვესწრებოდი. სამი შეხვედრიდან ორზე პირდაპირი მოწოდება იყო მეორე ფრონტისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე მეტი დეტალის თქმა არ ივარგებს.
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
4 თებერვალი, 2026 , 16:59


