უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2017 18:54
font-size

პოლ გობლი: ვშიშობ, ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს

საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე საკითხზე ამერიკის ხმა ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელ მკვლევარს, წარსულში ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანს, პოლ გობლს ესაუბრა:

-რას, ან ვის უნდა მივაწეროთ ოპოზიციური პარტიების თანმიმდევრული გაქრობა საქართველოს პოლიტიკური სცენიდან?

-არა მგონია, ეს ვინმეს ბრალი იყოს საქართველოში, ან მის საზღვრებს გარეთ. მეჩვენება, რომ პროცესი პოლიტიკური პარტიების სისუსტით აიხსნება. პარტიების სისუსტე გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ზევიდან ქვევით და არა პირიქით და მათი ბედი ლიდერთა ცვლაზე იყო დამოკიდებული.

-მიგაჩნიათ, თუ არა, რომგაზპრომთანგაფორმებული ბოლო შეთანხმება საქართველოსთვის პოლიტიკურად, ან ეკონომიკურად საზიანოა?

-ამ შეთანხმების გაუმჭვირვალობა შემაშფოთებელია, მაგრამ ამავე დროს, თუ საქართველო აღებულ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, მარტო “გაზპრომთან” შეთანხმება მის სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ვერ დაემუქრება. “გაზპრომთან” კონტრაქტის დეტალები საჯარო რომ ყოფილიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ეჭვები არსებობს და ეჭვებს კი დიდი ძალა აქვს.

-რა გავლენა აქვს რუსეთის პროპაგანდას კავკასიაში და რა უნდა იღონოს მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა და პრესამ მასთან გასამკლავებლად?

-დეზინფორმაციასთან ბრძოლა რთულია. ჯაშუშის აღმოჩენის არ იყოს, დეზინფორმაციის გამოაშკარავებაც მისი სამიზნე აუდიტორიის სისუსტეზე მეტყველებს. შესაძლოა, მოსკოვის გათვლაც ეს იყოს: ხაზი გაუსვას მეტოქეთა სისუსტეს. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ძლიერი სარეკლამო სექტორი დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად და ძლიერი სახელმწიფო სექტორი, რომელიც ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობათა შესრულებაში შეუწყობს ხელს.

-რას უნდა ველოდოთ ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებით?

ვშიშობ, ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ბევრი პროექტი, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოში ახორციელებს, გაგრძელდეს, რადგან თეთრმა სახლმა ამ პროექტების შესაჩერებლად თავი არ შეიწუხოს.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა