უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 იანვარი, 2021 16:05
font-size

პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით - იაგო ხვიჩია

„ქართველი ხალხი არის ბრძენი და როცა სხვა გზა ვერ დაინახა, გარდა პარლამენტში შესვლისა, საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ენდიაის“ კვლევას.

„სწორედ ამას ვცდილობ, ამ სიყრუეს გავემიჯნო, რომ მომავალში თქვენთან მოსვლის და პირნათლად თქმის საშუალება მქონდეს, რომ მე ეს ყველაფერი თავიდანვე ვთქვი, რომ ასე არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ენდიაის“ კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გახარიას არაფერი გაუკეთებია, რომ მისი რეიტინგი გაზრდილიყო“.

„ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ გახარიას რეიტინგი გაზრდილიყო, რადგან მას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. ჩემი აზრით, ხალხი ჩვენი დაუფიქრებელი ქმედებებით ისეთი გაბრაზებულია, რომ ასე გვსჯიან.

ახლა მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე არ ვიმსახურებ მაგ ცხრა პროცენტში ყოფნას, იქ ჩემს გარეშე დანარჩენი ოპოზიციური პარტიები დატოვონ. ჩვენ ცალკე ვართ და ამ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება და არ გვესმის, სიგიჟეს ვემიჯნებით“,- განაცხადა ხვიჩიამ.

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში. ამასთან, „ენდიაის“ კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი