უკან
საზოგადოება
31 ოქტომბერი, 2020 10:20
ნუ შეგეშინდებათ, არჩევნებზე კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მინიმალურია - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება და კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მინიმალურია.
"დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა და ისეა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ მინიმალურია რისკი, იქ ადამიანი დაინფიცირდეს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია, რომ მივიდეთ არჩევნებზე პირბადით და დარწმუნებული იყავით, რომ მაქსიმალური დაცვა არის გათვალისწინებული, რომ არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს," – აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, არჩევნებზე პირბადის მოხსნა ადამიანებს 10 წამის განმავლობაში მოუწევთ, რაც საფრთხეს არ წარმოადგენს.