კომენტარი
პრემიერად წოდებულმა კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს, ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე, ან ყოფილი თანამდებობის პირები?! - ლევან ხაბეიშვილი
კვირაზე მეტი გავიდა და საზოგადოებას არ აქვს პასუხი - ვინ იყო მკვლელობის მცდელობის დღეს რიჟვაძესთან შეხვედრაზე! - გუშინდელი ბუტბუტი და მდინარაძის გამოგორება არასაკმარისია,
- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კაგებეს“ მოტივებზე, „გრუს“ აგენტურის გარემოცვაში აღზრდილმა, გავრილოვის ღამის შემოქმედმა, პრემიერად წოდებულმა კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს, ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე, ან ყოფილი თანამდებობის პირები?!
მის კისერზეა ამ „ბესპრიძელშიკური“ გარჩევის დაგეგმვა და შემდეგ განვითარებული მოვლენები!
კვირაზე მეტი გავიდა და საზოგადოებას არ აქვს პასუხი - ვინ იყო მკვლელობის მცდელობის დღეს რიჟვაძესთან შეხვედრაზე! - გუშინდელი ბუტბუტი და მდინარაძის გამოგორება არასაკმარისია!
არაფორმალური დაჯგუფების, შეიარაღებული ბანდფორმირების შექმნა, რომლის მეთაურიც არის მამუკა მდინარაძე, დააორგანიზა ირაკლი კობახიძემ!
ირაკლი კობახიძის ნებართვითა და მითითებით, ივანიშვილის საამებლად აწამეს ბაჩიაშვილი და მოამზადეს მისი მკვლელობა. ბაჩიაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ნებისმიერ დროს, იმავე სცენარით შესაძლოა უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურონ დამწყვდეული ადამიანი!
სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში და მათი „ბოსიც“ აბსოლუტური შლეგი, რუსი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
საკვანძო სიტყვები:
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი
7 ნოემბერი, 2025 , 12:06
ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი
6 ნოემბერი, 2025 , 19:00

