კომენტარი
პრემიერმა მოისმინა ყველა ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს პანკისში სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ - თამთა მიქელაძე
პრემიერმა მოისმინა ყველა ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოძიების, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის და ზოგადად პანკისში სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა, თამთა მიქელაძემ, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრის ესწრებოდა.
მისი თქმით, პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ ის საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანს აღნიშნული საქმის გამოძიებას.
„სამუშაო ფორმატში პროცესის გადაყვანა ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. დღეს პრემიერმა მოისმინა ყველა ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოძიების, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის და ზოგადად პანკისში სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ. პრემიერ-მინისტრის მხრიდან მივიღეთ დაპირება - ერთი მხრივ, პრემიერი საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანს ამ საქმის გამოძიებას და შეეცდება ის ხარვეზები, რომელიც გამოძიებაში ჩანს, გაიაროს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან და მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ პანკისის ხეობაში ხელისუფლების პოლიტიკა უფრო სოციალური გახდება და ამ კუთხით ხელისუფლება შეეცდება, რომ ხეობასთან გაჩენილი ნდობის პრობლემა მოაგვაროს“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, ზუსტი ვადები, როდის მოხდება რაიმე ცვლილება მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შეხვედრაზე არ დაზუსტებულა, თუმცა პრემიერის თქმით, ცვლილებებს გონივრულ ვადებში უნდა ველოდოთ.
„კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები არ მიგვიღია იმიტომ, რომ ამ შეხვედრას არ ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არ ესწრებოდა პროკურატურა. შესაბამისად, პასუხების გაცემის რეჟიმში მთავრობა არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საქმესთან დაკავშირებულ ძირითად ხარვეზებზე, მათ შორის ნივთმტკიცებულებების განადგურების, დაზიანების ან შესაძლო ფალსიფიკაციის საკითხზე და ცხადია მოვითხოვეთ წვდომა იმ საიდუმლო მასალებზე, რომლებიც ამ დრომდე ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მიქელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

