უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:38სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციაში მონაწილეობდა - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ეხებოდა საყოველთაო-სახალხო განხილვებზე გამოვლენილ ხარვეზებს.
კობახიძის თქმით, საიას განცხადება არასერიოზულია, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ჩართული იყო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციაში.
„ეს არასერიოზული განცხადებაა. სამწუხაროა კიდევ ერთხელ იმის გამეორება, რომ პრეზიდენტი პირველივე დღიდან იმ კამპანიაში იყო ჩართული, რომლის მიზანსაც კომისიის დისკრედიტაცია წარმოადგენდა - ხელშემშლელი საქმიანობა პირდაპირ წარმოებული იყო და როცა საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო, წინასწარ ვთქვი, რომ სპეციალური შეხვედრა იყო, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრებოდა და იმ შეხვედრაზე კონკრეტული, დესტრუქციული გეგმა შეთანხმდა, რომლის მონაწილე, სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო. მაშინ ვამბობდი, რომ ეს გეგმა კონკრეტული სახით იქნებოდა განხორციელებული და ეს დესტრუქციული გეგმა როგორი იქნებოდა, ამას ყველანი ვნახავდით და ამ გეგმის კონკრეტული შედეგებიც ყველამ ერთად ვიხილეთ კიდეც.
პოლიტიკური ძალებისა და სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯები გადაიდგა.
სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ეს ძალიან სამწუხარო დღის წესრიგია, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა. ჩვენ ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუცია „ძალიან დახვეწილი დოკუმენტია“, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას. მისი თქმით, ამაზე დაიდება ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნაც.
შეგახსენებთ, საიას საპარლამენტოი მდივნის, სოფიო ჭარელის განცხადებით, კონსტიტუციის საყოველთა-სახალხო განხილვებზე გამოიკვეთა საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირთა მობილიზება და მათთვის წინასწარ დაწერილი კითხვების გადაცემა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26


