უახლესი ამბები
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა
პრეზიდენტი ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალურ მოძრაობას” და ”პატრიოტა ალიანსს” პარლამენტში შესვლას ულოცავს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში მოხვედრას ულოცავს.
,,საქართველოში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული.
მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი - თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისათვის.
მინდა, მადლობა ვუთხრა მედიას - თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის, შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი.
მინდა, მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ ძალებს, ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ”პატრიოტა ალიანსს”, ის რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო წარმატებულ მოღვაწეობას ქართულ პარლამენტში.
მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა ამავე დროს, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის არჩევნების წარმატებას’’, - განაცხადა პრეზიდენტმა საკუთარ მიმართვაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29
იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17
ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

