უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 აპრილი, 2017 16:10
font-size

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა საკონსტიტუციო კომისია დატოვონ - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებს საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანიას.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.

"დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაციები იმართება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დატოვონ კომისიის რიგები. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია და იმედია, რომ ასეთ შედეგს ჩვენ არ ვიხილავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელს უწყობს ქვეყანაში ორი ბანაკის ჩამოყალიბებას.

"პრეზიდენტმა ერთხელ თქვა, რომ მას სიტყვა არ გაურბის, მაგრამ მისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს გაურბით სიტყვა და ეს იმას ნიშნავს, რომ სიტყვა პრეზიდენტს გაურბის", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნინო ექვთიმიშვილი

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო

1 ოქტომბერი, 2025 , 10:20

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 55-მ

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი

30 სექტემბერი, 2025 , 09:23

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის "ყოვლისმომცველ გეგმას" აქვეყნებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადად

დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა - კიტ კელოგი

29 სექტემბერი, 2025 , 11:29

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების უფლება მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ადასტურებს.

ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა

11 სექტემბერი, 2025 , 09:58

"Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა. "დიდი და

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ

10 სექტემბერი, 2025 , 08:48

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს. პოლონელმა სამხედროებმა ღამით ჩამოაგდეს ობიექტები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. დროებით დახურეს ვარშავის, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები. „მ

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დონალდ ტრამპი

5 სექტემბერი, 2025 , 18:11

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუ