პოლიტიკა
პრეზიდენტის ფუნქციებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან რამე შენიშვნა არ იქნება - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ვენეციის კომისიას რამე სახის შენიშვნა არ ექნება პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით.
როგორც მდინარაძემ თქვა, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პრეზიდენტს ისეთი ფუნქციებიც აქვს, რაც არ შეესაბამება საპარლამენტო სახელმწიფოს მოდელს.
„რამე სახის შენიშვნები პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, მის ფუნქციებთან დაკავშირებით არ გამოთქმულა ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ. იყო გარკვეული შენიშვნა, რომ პირიქით, რამდენიმე ფუნქცია ამ მოწყობის სახელმწიფოში, კონსტიტუციურად საპარლამენტო სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით იყო მცირე დისკუსია. საერთო ჯამში, პრეზიდენტთან მიმართებაში ვენეციის კომისიის ექსპერტებს რაიმე კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“,- განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ შენიშვნა იყო პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭების უფლებაზე. კერძოდ, იმაზე გაამახვილეს ყურადრება, რომ მსგავსი პრაქტიკა წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაში არ არსებობს.
შეგახსენებთ, ბერლინში მეორე დღეა მიმდინარეობს საკონსტიტუციო განხილვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიასა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს საკონსტიტუციო ცვლილებებს აცნობს.
ვენეციის კომისიის დასკვნა 16 ივნისს გახდება ცნობილი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

