უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 იანვარი, 2018 16:10
font-size

პრეზიდენტის მიერ გიორგი გიორგანაშვილის შეწყალება ნარკოპოლიტიკის სისტემურ პრობლემას ვერ გამოასწორებს - ანა ნაცვლიშვილი

„შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი(ბახალა)“- ამ სახის პეტიცია გავრცელდა საიტ manifest.ge-ზე. ამ დროისთვის პრეზიდენტისადმი მიმართვას 1297-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

პეტიციას გიორგი გიორგანაშვილის შეწყალების თაობაზე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, კონკრეტულ შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ნარკოპოლიტიკას ვერ გამოასწორებს.

„კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილება სისტემურ პრობლემას ვერ გამოასწორებს. აქ არ არის საუბარი ერთ ადამიანზე, რომელიც გახდა ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი. აქ საუბარია ათობით და ასობით მოქალაქეზე. ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის ცნობილი, მაგრამ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში. ამიტომ ამას სჭირდება სისტემური რეფორმა და ფრაგმენტული ჩარევები პრობლემას ვერ მოაგვარებს“, -თქვა ნაცვლიშვილმა.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შორენა გუნცაძემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იმავე „ბახალას“, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში ედებოდა.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ