უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 სექტემბერი, 2025 12:34
font-size

პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მოიქცა – აი, ბურთი და მოედანი, გამობრძანდით და თუ შესაბამისი რესურსი გაქვთ, არჩევნები მოიგეთ და შესაბამისი შედეგი დადეთო - გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტი სახელმწიფოებრივად მოიქცა – აი, ბურთი და მოედანი, გამობრძანდით და, შესაბამისი რესურსი თუ გაქვთ, არჩევნები მოიგეთ და შესაბამისი შედეგი დადეთო, პრეზიდენტის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის, მაგრამ პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

„რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტმა „ნაცმოძრაობის“ ამ ფილიალებს, ე.წ. პოლიტიკოსებს შესთავაზა, შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება დაეწერათ და წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიეღოთ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამით დაადასტურეს, რომ მათი მიზანი იყო არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ დამალვა და მიზეზის გამოძებნა, თუ რატომ აგებდნენ არჩევნებს. წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის. პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მოიქცა – აი, ბურთი და მოედანი, გამობრძანდით და თუ შესაბამისი რესურსი გაქვთ, არჩევნები მოიგეთ და შესაბამისი შედეგი დადეთო. რეალობა ისაა, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, არა მხოლოდ ამომრჩეველთა სანდოობაზეა საუბარი, არამედ ელემენტარულად ნახევარზე მეტ ოლქში ფორმალურადაც ვერ მოძებნეს კანდიდატები. კანდიდატი ვერ მოძებნეს და მხარდაჭერებს როგორ მოძებნიან? პრეზიდენტის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია, გამობრძანდით, ბატონებო. ერთი მხრივ, კანონი აღსრულდა, მაგრამ მეორე მხრივ, იმისათვის, რომ არ თქვან ციხეში ვიყავით და როგორ მოვიგებდით არჩევნებსო, გამობრძანდნენ და დადონ შედეგები. პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის, მაგრამ პრეზიდენტის პრეროგატივაა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ახალგაზრდების შეწყალებას, როგორც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, ეს არის ორი თემა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება.

„რომელი ახალგაზრდების შეწყალებაზე საუბრობთ? მგონი, პოლიტიკურ პროცესებს და კრიმინალს ერთმანეთში ურევთხ ეს ორი თემა აბსოლუტურად განსხვავდება. კრიმინალის ხარისხსაც გააჩნია – ადამიანებს, რომლებსაც ცოცხლად დაწვის მცდელობა აქვთ, ქვებს ესვრიან, შეურაცხყოფას აყენებენ, შენობებს ანგრევენ და ა.შ. ეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლაა, ჩვეულებრივი კრიმინალია. ეს ხალხი პოლიტიკურ პროცესში კი არ მონაწილეობდა და ამის გამო კი არ შეეწინააღმდეგა პოლიციელს და დაწვა უნდოდა, არამედ საუბარია იმაზე, რომ ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციელებს ხან ქვებს ესროდნენ და ხან აზიანებდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

წყარო

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:38

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. &bdquo

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:21

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაგრამ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები - პროკურატურის მოთხოვნა [გირაოს შეფარდებაზე] არის თუ არა რელევანტური,

გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:18

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:33

როდესაც რუსთაველის გამზირზე სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის, - ამ

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება

23 ოქტომბერი, 2025 , 11:23

შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, - ამი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლი