პოლიტიკა
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმაში პოზიტიური წვლილის შეტანის უკანასკნელ შანსზე თქვა უარი - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დადებულ ვეტოს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა შეგნებულად დაამატა ის პუნქტები, რომლებსაც არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი ვეტოს დაძლევს.
„პრეზედენტმა ვეტოს შენიშვნებს შეგნებულად დაამატა წინასწარ დაანონსებული ისეთი საკითხები, რაზეც წინასწარვე ნამდვილად იცოდა, რომ ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩვენ თანხმობას ვერ განვაცხადებდით. ამით მან უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც აღიარა ქართულმა საზოგადოებამ, ვენეციის კომისიამ და აღიარა ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა, ამიტომ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ვეტოს გადავლახავთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ 26 სექტემბერს დამტკიცებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს 6 მოტივირებული შენიშვნით მიმართა. „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული საკითხების გარდა პრეზიდენტმა დაამატა კიდევ 2 პუნქტი, რომელიც მან ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. ისინია პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

