პოლიტიკა
პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო.
შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ორივე კანონზე ვეტოს დადების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, შემდგომ კი ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი 5-მდე შემცირდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალური თემებთან შემდეგი თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ხდება, ესენია - ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთას და ამბროლაური.
რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებულია. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება.
კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნდება.