პოლიტიკა
პრეზიდენტს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მიღებული არ აქვს - ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა არ მიუღია. - ასე უპასუხა დოლიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტის ხელმძღვანელობამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიიღეს.
დოლიძემ კობახიძეს მოუწოდა, უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავი შეიკავოს.
„მერჩივნა, პირდაპირ მესაუბრა ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შინაარსზე და არ მქონოდა სამწუხარო ვალდებულება, რომ მიმეთითებინა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, უსაფუძვლო ბრალდებაზე პრეზიდენტის მიმართ. პრეზიდენტს ეს დოკუმენტი მიღებული არ აქვს. ნებისმიერი ინსინუაცია, რაც ახსენა პარლამენტის თავმჯდომარემ, საფუძველს მოკლებულია. არ მინდა ვინმემ იგრძნოს თავი, როგორც აგატა კრისტის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, სადაც ვიღაცა მოკვდა და ყველანი დავდივართ და ვეძებთ ვინ არის მკვლელი“,- განაცხადა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
როგორც დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მხოლოდ პარლამენტის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს ჰქონდა, დოკუმენტმა მედიაში გაჟონა. მისი თქმით, კომისიის მოთხოვნა იყო, დოკუმენტი არ გასაჯაროვებულიყო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

