უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 მარტი, 2021 14:50
font-size

პროექტია:ქვეყანა თმობს არა უბრალოდ უდიდეს ტერიტორიას, არამედ სტრატეგიულ ხეობას - თემურ შაშიაშვილი

ქუთაისის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი მეცნიერთა კონგრესის წევრებთან და ეკოლოგებთან ერთად აქტიურად არის ჩართული რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლაში. ის მწავავე შეფასებას აძლევს ნამაჰვანჰესის მშენებლობაში საქართველოს ხელისუფლების როლს და აქვეყნებს იმ ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანიასთან დადო.

მისი ღრმა რწმენით ჰესის მშენებლობა არა მარტო საქართველოსთვის უკიდურესად საზიანო ენერგეტიკული, არამედ პოლიტიკური პროექტიცაა. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ თურქულ კომპანიას 2,6 მილიარდ დოლარიანი ბრუნვა აქვს რუსეთში რაც რუსულ ინტერესებსაც გამოკვეთს ნამაჰვანჰესის მშენებლობაში.

შაშიაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ხალხო დავფიქრდეთ! ეს არ არის ენერგეტიკული პროექტი,პოლიტიკური პროექტია:ქვეყანა თმობს არა უბრალოდ უდიდეს ტერიტორიას, არამედ სტრატეგიულ ხეობას, ვიმეორებ, სტრატეგიულ ხეობას. ჩემი პოზიციაა, ყველაფერი რომ კარგი,უსაფრთხო და ეკონომიური იყოს,არ შეიძლება ასეთი სტრატეგიული ხეობის ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის დათმობა.აქ არავითარ ინვესტიციას არ დებს თურქული მხარე,ტარიფი გაგვიზარდეს და უკვე ხამხი ვიხდით ამის მშენებლობის ფულს ,ანუ ჩვენი ფულით შენდება და სხვის საკუთრებაშია მარტო ჰესი კი არა,სტრატეგიული ხეობა.

მეტი რაღა ვთქვა..თქვენ სინდისზე იყოს, ვინც ამ ფორმით მის მშენებლობას უჭერთ მხარს..მე(არა მარტო) ისედაც დადუმებითა და გაქრობით მემუქრებიან,რადგან მისი მშენებლობა,მთელ ქუთაისთან, გულანთებულ ქართველებთან ერთად,ჯერ კიდევ,1989 წელში შევაჩერეთ, მოსკოვის ზეწოლას გავუძელით.არ იყო ეს მაშინ ჩემთვის ადვილი,რადგან ქალაქის ხელმძღვანელი ვიყავი და ცკ ის პირველ მდივანს ვუთხარი,რომ მზად ვიყავი დამეტოვებინა თანანდებობა, მის აშენებას კი მხარს არ დავუჭერდი.
ვიცი ხვალ პარლამენტში იქნება "გულმხურვალე","პატრიოტული"გამოსვლები,საუბარი იმაზე ,რომ ეს არის 800 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია,ენერგო დამოუკიდებლობა, სამუშაო ადგილები,რაჭა-ლეჩხუმის აყვავება და აღორძინება,რომ დავიქცევით,უშუქობაში ვიქნებით, თუ არ ავაშენებთ,რომ სამუშაო ადგილები იქმნება დ ა.შ, რომ ეს არის ხალხზე ზრუნვის მშენებლობა. და , თუ ეს ასეა,რატომ მალავენ ხელმოწერილ დოკუმენტებს, რატომ არ იწვევენ განხილვებზე ოპონენტებს,რატომ ვერ ჯდებიან სასაუბროდ ჩვენთან?!“

თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ თუ ამ საკითხის განხილვა პარლამენტში მათი, ანუ მთავარ ოპონენტთა მონაწილეობის გარეშე შედგება, ეს იქნება ისევ უსაგნო საუბარი და არა პრობლემის გადაწყვეტის რეალური მცდელობა! და ამ შემთხვევაში მოუწოდებს მოსახლეობას 14 მარტს ქუთაისში შეკრებისკენ „ ქვეყნის და ხალხის გადასარჩენად!“

განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულია კომპანია ენკასთან დადებული ხელშეკრულების პუნქტები:

„თურქულ კომპანია ენკასთან, ნამოხვანჰესის ასაშენებლად დადებული ხელშეკრულების მიხედვით:
1. ენკას 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1 409 391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1 535 975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2 372 409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445 245 კვ.მ ტყე.

2. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

3. კომპანიისთვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია „ენკა რინიუებლზს“ 1 ლარად გადასცეს სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც“. მიწის „საჭიროებას“კომპანია ადგენს, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ მოიცავს რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.

4. იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, განუსაზღვრელად დიდია. ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტითაა დაზღვეული.

5. 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში.

6. კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არამხოლოდ რიონი და მისი შენაკადები, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი.

7. მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან.

8. კომპანია და „პროექტის მონაწილეები“ უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს. მთავრობა არამხოლოდ ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე, დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც.

9. შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ანუ იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან.

10. ფორს-მაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას. ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანიც, იგივე „დანაკარგი“, რომელიც ხელშეკრულებით უკიდურესად ფართოდ განმარტებული ტერმინია.

11. მდინარე რიონის 32 კილომეტრი 99 წლით თურქული კომპანიის საკუთრებაა!

12. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: თუ მოსახლეობის პროტესტის შედეგად, კომპანია ენკა ვერ განახორცილებს ნამახვანჰესის მშენებლობას, სახელმწიფოსგან მოითხოვს კომპენსაციას 400 მილიონ დოლარს, გარდა ამისა, მის მფლობელობაში დარჩება არსებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ამ მიწაზე წიაღისეულის მოსაპოვებლად ლიცენზიის აღება არ დასჭირდება!

აქ არ ვსაუბრობთ, ეკოლოგიაზე, მეწყრის საშიშროებაზე, კომპანიის მშენებლობასთან დაკავშირებულ კვალიფიკაციაზე და სხვა უსაფრთხოების საკითხებზე.

პროექტი სათავეს 2007 წლიდან, ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდიდან იღებს...“

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი