უკან
სამართალი
2 მარტი, 2018 11:45
პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმებას არ გააფორმებს
პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს, ზურაბ ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმებას არ გააფორმებს.
საქმის პროკურორის, დავით ნეფარიძის განმარტებით, ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე პროკურატურასთან შეხვედრა გაიმართა.
ნეფარიძის ინფორმაციით, ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
ცნობისათვის, ზაზა ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს.
ნინო ექვთიმიშვილი