უახლესი ამბები
- 09.02.2025 15:06საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! - გიორგი ვაშაძე
- 09.02.2025 13:28პუტინს სურს უკრაინაში ადამიანები აღარ იღუპებოდნენ - დონალდ ტრამპი
- 09.02.2025 13:07მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- 09.02.2025 13:00USAID-ის მკვლელობა არის ყველგან ავტოკრატების გამარჯვება - სამანტა პაუერი
არქივი
სამართალი

პროკურატურამ სამშენებლო კომპანია „ვივა ვაკის“ დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო კომპანია „ვივა ვაკის“ დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2016 წელს შპს „ვივა ვაკე“ დააფუძნა და, მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა. კომპანიის დირექტორმა, მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულებმა შპს „ვივა ვაკის“ საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. ამ გზით, ბრალდებულმა, ჯამში, მოტყუებით 5 988 279,56 ლარი მიიღო, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ განახორციელა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
შპს „ვივა ვაკის“ დირექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
„ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
9 თებერვალი, 2025 , 13:07
პოლიციამ საგარეჯოში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
8 თებერვალი, 2025 , 14:04
დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი, ოთხ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათგან სამი „კანონიერი ქურდია“
7 თებერვალი, 2025 , 11:15
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება დაიწყო
6 თებერვალი, 2025 , 12:45
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს
6 თებერვალი, 2025 , 11:27
დაკავებულია ორი პირი, რომლებიც შშმ პირს თბილისში, ძალადობის გამოყენებით სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ - შსს
5 თებერვალი, 2025 , 11:53