უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 სექტემბერი, 2020 15:25
font-size

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურის მიერ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ფ.ა.-ს ბრალდება დაუმძიმდა. მას ბრალდება არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებზე წარედგინა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს არაადამიანურად ეპყრობოდა - სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი არასრულწლოვანი შვილი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა.

ფ.ა.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ფ.ა. 2020 წლის 23 აგვისტოს დააკავეს და მას სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა

2 მაისი, 2024 , 16:03

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართ

30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

1 მაისი, 2024 , 11:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინა

გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

1 მაისი, 2024 , 10:18

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი