უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2021 10:05
font-size

მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისარ მარია გაბრიელთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას და პირადად მარია გაბრიელს საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მართლაც ისტორიული მოვლენაა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო და კვლევით საგრანტო პროგრამასთან, როგორიც არის Horizon Europe.

„საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა – მათ წვდომა გაუჩნდათ პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტი 95.5 მილიარდი ევროა.

მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო მეცნიერების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ევროკავშირის Horizon 2020-ის პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით შეძლო გერმანულმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა – Biontech-მა mRNA-ტექნოლოგიის განვითარება, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის შემუშავებას დაედო საფუძვლად. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, როგორ შეუძლია სამეცნიერო მიღწევებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით ისარგებლებს, როგორითაც მათი ევროპელი კოლეგები. მინისტრმა ევროკომისარს განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მისი თქმით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, უცხოელებიც კითხულობენ.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, რაც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს სამეცნიერო საზოგადოებაში.

„Horizon Europe უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს ქართველ მეცნიერებს, ევროპელ კოლეგებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

თავის მხრივ, ევროკომისარმა მარია გაბრიელმა კიდევ ერთხელ მიულოცა მიხეილ ჩხენკელს Horizon Europe-ის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და განაცხადა, რომ საქართველო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს მართლაც უნიკალური შანსი ეძლევათ, ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან, რაც დიდი პრივილეგიაა. ევროკომისარმა განსაკუთრებულად გამოყო ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონებით სიმსივნის მკურნალობისა და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულება Horizon Europe-ის პრიორიტეტს წარმოადგენს და მკვლევრებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი