უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2016 13:35
font-size

პროპორციული სიით არჩეულმა დეპუტატობის 77-ვე კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მე-9 მოწვევის პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეულ, საარჩევნო სიით პარლმენტში შემსვლელ სავარაუდო წევრებს ნარკოლოგიური შემოწმება გავლილი აქვთ და მათ შორის არცერთი არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.

ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებს აცნობა და აღნიშნა, რომ შემოწმება გავლილი აქვს პარტიული სიით არჩეულ, დეპუტატობის 77-ვე კანდიდატს.

,,კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით სავარაუდოდ არჩეულ თითოეულ წევრს, კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში უნდა გაევლო ნარკოლოგიური შემოწმება და კენჭისყრის დღიდან ორი კვირის განმავლობაში შემოწმების შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის. ამავდროულად, პარტიებსაც ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებინათ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის.

ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა კანდიდატს აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია, თითეული საარჩევნო სუბიექტის მიერ არის წარდგენილი ინფორმაცია სავარაუდოდ არჩეული წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და თითეულ ცნობაში არის მითითებული, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, კანონმდებლობის თანახმად, მათ შესაბამისი შემოწმება მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციისას უნდა გაევლოთ.

,,საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.

მარი ნამგალაძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი