პოლიტიკა


პროცესი გაგრძელდება, ვიდრე უმრავლესობა არ შეჯერდება ერთიან პოზიციაზე - აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტზე
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვები იქამდე გაგრძელდება, სანამ უმრავლესობა ერთიან პოზიციაზე არ შეჯერდება.
„კანონპროექტი შემდგომ პროცედურებზე, იურიდიულ კომიტეტსა და პლენარულ სესიაზე შეჯერებული ვარიანტი გავა, რომელიც უმრავლესობაში ფართო საზოგადოებრივი დისკუსიების შედეგად შეჯერდება. დისკუსიები გაგრძელდება და გაფართოვდება, რადგან ეს დისკუსიები ექვსი თვეა დაწყებულია. საპატრიარქოს განცხადებაც ამ დისკუსიების გამოძახილია. პროცესი გაგრძელდება, ვიდრე უმრავლესობა არ შევჯერდებით იმ პოზიციაზე, რომელითაც სესიაზე გავალთ. ყველას თავისი აზრი აქვს, მე ვამბობ უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია უმრავლესობის შეჯერებულ პოზიციას ნიშნავს და არა ცალკეული ადამიანების. მე ამ ქვეყანაში არ მახსოვს რომელიმე კანონპროექტი, რომელსაც 100%-ით მხარს ყველა ადამიანი უჭერდა. არსებობს მომხრეები, მოწინააღმდეგეები. შევჯერდებით, არგუმენტებს გავცვლით, საზოგადოებას რაც შეიძლება ფართო წრეებს მოვუსმენთ. იურიდიულ კომიტეტზე შეჯერებული გავა და ხმების დათვლა მერე არავის აღარ დასჭირდება“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.
ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით 2017 წლის 27 დეკემბერს მიიღო. ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომიდან დაიწყო.
კანონპროექტს საპატრიარქოც გამოეხმაურა და მისი განხილვის შეჩერება მოითხოვა. გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ის გამოვიდა ინიციატივით, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი განხილვა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ინტელიგენცია და სამართალდამცველები.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27