მსოფლიო
პუტინი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია, მისთვის წითელი ხაზები არ არსებობს - პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთის პირველი პირს, ვლადიმერ პუტინს არაპროგნოზირებადი უწოდა. როგორც პოროშენკომ ამერიკულ ტელერხ Fox Business-ს განუმარტა, ის არ მოელოდა, რომ რუსეთი 2014 წელს ყირიმის ანექსიას მოახდენდა.
„პუტინი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. თუკი 2014 წელს მკითხავდით, შესაძლებელია თუ არა ყირიმის ანექსია, გიპასუხებდით, რომ „რა თქმა უნდა, არა“. თუკი მე ან სხვა ვინმეს ჰკითხავდით 2014 წელს, გააკეთებდა თუ არა ეს აგრესიულად, გიპასუხებდით, რომ „რა თქმა უნდა, არა““, -განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინისთვის წითელი ხაზები არ არსებობს. პოროშენკოს თქმით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 10 000 ადამიანი დაიღუპა - აქედან 2.700 სამხედროა, ხოლო 7000-ზე მეტი კი სამოქალაქო პირი.
პოროშენკომ ასევე დასძინა, რომ პუტინმა გლობალური უსაფრთხოების მექანიზმები გაანადგურა.
„რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას, მაგრამ მან [პუტინმა] მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების მექანიზმები გაანადგურა“, - თქვა პოროშენკომ.
ანა მებურიშვილი