უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მარტი, 2017 14:30
font-size

ქართულ ბაზარზე გამოტანილი სათამაშოები ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქართულ ბაზარში გამოტანილი სათამაშოები ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საშიშია. ომბუდსმენის განცხადება ეფუძნება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კვლევას, რომლის თანახმად 10 დასახელების თოჯინიდან 9-ში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებები აღმოაჩინეს.

სახალხო დამცველი მიმართავს ხელისუფლებას, დააჩქაროს „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავსირის დირექტივა, რომლის ამოქმედება 2019 წლის 1-ლი სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 9 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივასთან, მხოლოდ 2019 წლისათვის არის გათვალისწინებული. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭიროა, სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე შესრულდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი აქტები და ეროვნული კანონმდებლობა აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით; კონტროლის არარსებობამ კი შესაძლოა აღნიშნულ სიკეთეებს საფრთხე შეუქმნას.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავრობას – რეაგირება მოახდინოს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში 2019 წლამდე დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული ქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად, სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებში“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი